მნიშვნელოვანისაქართველო

სირიამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ იუწყება.

ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ფეისბუკზე დაწერა.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ “აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება დაიდო”.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, – ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button