სირიაში 31 წლის პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა
სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა.
ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” გარდაცვლილის ახლობლებმა დაუდასტურეს.
ახალგაზრდა ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა და 31 წლის იყო.
სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცი პანკისიდან თურქეთში 2 თვის წინ წავიდა და ის მეცხვარედ მუშაობას აპირებდა, ამიტომ მათთვის უცნობია, როგორ ჩაება ის სირაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 2 წლის განმავლობაში პანკისიდან სირიაში წასული 15-მდე ახალგაზრდა გარდაიცვალა.