მსოფლიო

სირიაში 45 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიის ომის სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებით, სამშაბათს, ამბოხებულების მიერ დაკავებულ დამასკოს გარეუბანში, სამთავრობო ძალებმა 45 ადამიანი მოკლეს.

„სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის“ თქმით, ორშაბათს საჰაერო თავდასხმებმა და საარტილერიო ცეცხლმა 100 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეორე მხრივ, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების მხრიდან შეტევისას ერთი ადამიანი დაიღუპა. დამასკოს გარეუბანი, გუთა, ამბოხებულთა მთავარი დასაყრდენია.

ბოლო პერიოდში დაპირისპირების გამწვავებამ და მსხვერპლის ზრდამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button