მსოფლიო

სირიაში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მწვანე სოფელში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.  ინფორმაციას აშშ-ს  ცენტრალური სარდლობა ავრცელებს და წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ ისროლა აშშ-ს ბაზის მიმართულებით.

მათივე ცნობით, ბაზისკენ 107 მმ.-იანი 3 რაკეტა ისროლეს, რომლებმაც მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერ შეძლეს კოალიციური ძალების ან აღჭურვილობის დაზიანება.

ასევე, ბაზიდან 5 კილომეტრის დაშორებით იპოვეს მეოთხე რაკეტა და დანარჩენი სამი რაკეტის გამშვები დანადგარები.

აშშ-ს ძალები ჩრდილოეთ სირიაში თავდასხმას იძიებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button