სირიაში ჰოსპიტალი დაბომბეს: 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა [Video]

სირიის ქალაქ ალეპოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 30-ე მეტი ადამიანი დაიღუპა, 62 კი მძიმედ დაიჭრა. რაკეტები ალ-სუქარის რაიონში მდებარე ალ-კუდსის ჰოსპიტალს მოხვდა, – იუწყება სააგენტო Anadolu.

ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლის, იბრაჰიმ ჰაჯ იბრაჰიმის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებული ბომბი ალ-კუდსის საველე ჰოსპიტალს დაეცა. დაღუპულთა შორის სამედიცინო პერსონალი, ქალები და ბავშვები არიან.

ტელეკომპანია Al Jazeera იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებულ ავიაიერიშებს 100 მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button