სირიაში ISIS-ის ქალთა ბრიგადამ ძუძუს წოვების გამო დედა მოკლა [Photo]

სირიაში ქალთა შეიარაღებული ბრიგადის – “ალ-ჰანსას” წევრებმა, რომელიც ISIS-შემადგენლობაში შედის, ქალი იმიტომ მოკლეს, რომ იგი ბავშვს ძუძუს აწოვებდა. ინციდენტი ქალაქ რაქაში მოხდა, სადაც დედა შვილს ფარანჯის ქვეშ მალავდა, მაგრამ ის მაინც დაინახეს, – წერს The Mirror.

თვითმხილველების თქმით, ბრიგადის წევრებმა ქალს სასტიკად სცემეს და იგი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ბავშვი თან წაიყვანეს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალთა ბრიგადას სახელი არაბი პოეტი ქალის – ალ-ჰანსას პატივსაცემად დაარქვეს და იგი მუსლიმ ქალებს თვალს ადევნებს, რათა მათ შარიათის ნორმები მკაცრად დაიცვან.

ბრიგადის ქალებს ქალაქების პატრულირება ევალებათ. ისინი შეიარაღებულნი დადიან, ქუჩებში მარტოხელა ქალებს აჩერებენ, დაკითხვას უწყობენ და მათ ჩაცმულობას აკონტროლებენ.

ამის გარდა, პოლიციელი ქალები ახალგაზრდა მუსლიმი ქალიშვილების გადაბირებით არიან დაკავებულნი, რათა მეომრებს მიათხოვონ, ვინაიდან “ისლამური სახელმწიფოს” მტკიცე ოჯახები სჭირდება – ცოლებმა შვილები უნდა გააჩინონ და ისლამისტური იდეოლოგია ჩაუნერგონ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26307″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button