სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ელ-ბაბში აფეთქებას 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა.
Reuters-ის ცნობით, სატვირთო ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ქალაქის ხალხმრავალ ადგილას აფეთქდა.
აღსანიშნავია, რომ 11 დაღუპულის შესახებ Reuters-ს ინფორმაცია საავადმყოფოს ექთანმა მიაწოდა, ამავე საავადმყოფოს ექიმის ცნობით კი აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40-ს აჭარბებს.
ცნობისათვის, ქალაქს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ.