მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა
სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა
სირიის დედაქალაქ დამასკოში ოკუპრიებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. აფხაზური მედიის ცნობით, გახსნის ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ეს ახალი ნაბიჯია რაც “ქვეყნებს” შორის ინტეგრაციისთვის სასარგებლო იქნება.
სტუმრებს “აფხაზური მწარმოებლების” პრუდუქტები გააცნეს, მათ შორის ღვინო, კონიაკი, მინერალური წყლები.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში დელეგაციასთან ერთად სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს მართავს.