სირიაში პანკისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა

სირიაში, საბრძოლო მოქმედების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
21 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა სირიიდან სატელეფონო შეტყობინებით მიიღო.
ახალგაზრდა ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2013 წლიდან იბრძოდა.
“სოფელში ვიცოდით, რომ სულთან გუმაშვილი არაბულ ქვეყანაში სასწავლებლად იმყოფებოდა. ამას ამტკიცებდა წლების მანძილზე მისი დედაც და დაც, რომლებიც ამ დროისთვის, სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობენ. წუხელ კი მისმა ბიძამ, რომელიც ასევე პანკისელია, სატელეფონო შეტყობინება მიიღო, რომ გლოვის ნიშნად გუმაშვილების ოჯახმა ჭიშკარი გააღოს. ამის შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ თურმე ბიჭი სირიაში იბრძოდა და იქ დაიღუპა”, – განაცხადა ოფელ ჯოყოლოს მცხოვრებმა ნათელა ხანგოშვილმა.
ახალგაზრდა 21-ე პანკისელია, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
ფოტო არქივიდან