ეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლარი დოლართან 5.5, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.2988 ლარია, ერთი ევროსი კი 3.8586 ლარი.

კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში უცხოური ვალუტა კიდევ უფრო ძვირი ღირს – დოლარის ფასი 3.36 ლარს აღწევს, ევროსი კი 3.96 ლარს.

გუშინ, 2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button