სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 39 წლის ვახა ბუგიევი სირიაში 2015 წელს წავიდა და წინასწარი ინფორმაციით ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა.
ოჯახმა ბუგიევის გარდაცვალების შესახებ წუხელ გაიგო. გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა, მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.