სირიაში ტერორისტებმა სკოლები დაბომბეს [Video]

სირიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში შენობების დაბომბვის 40-მდე ფაქტი დაფიქსირდა.

ტერორისტებმა ხელისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები გამოიყენეს, მათი სამიზნე ძირითადად ბავშვები გახდნენ.

ალეპოს პოლიციის უფროსმა, ზუჰერ საიდ ალდინმა განაცხადა, რომ ტერორისტებმა ის რაიონი დაბომბეს, სადაც სამხედრო ობიექტები არაა და მხოლოდ სკოლებია განლაგებული. შეტევის შედეგად, 3 ბავშვი დაიღუპა, 14 კი დაიჭრა.

ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, მშვიდობიან უბნებზე იერიში დაჯგუფება “ნურედინ აზ-ზენგის” მეომრებმა მიიტანეს, რომელსაც აშშ-ი “ზომიერი ოპოზიციის” რიცხვს მიაკუთვნებს.

სირიაში ბოლო 24 საათის მანძილზე თავდასხმის მსხვერპლი კიდევ 22 სკოლის მოსწავლე გახდა. ათობით ბავშვი მძიმედ დაშავდა. ოპოზიციის მეომრებმა იდლიბის სასწავლო დაწესებულებაზე იერიში ჰაერიდან მიიტანეს.დაშავებულები ადგილობრივი საავადმყოფოები გადაიყვანეს.

როგორც ქვეყნის მთავარი არაბული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან, სამხედრო მოქმედებებს 12 ათასზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

https://www.youtube.com/watch?v=7N_zt5I6vmg

მსგავსი პოსტები

Back to top button