სირიაში ტოქსიკური გაზის კონტეინერები ჩამოყარეს

სირიის იდლიბის პროვინციაში ვერტმფრენიდან ტოქსიკური გაზით დატენილი კონტეინერები ჩამოყარეს.

სირიის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელის, რაედ სალეჰის ცნობით, 33 მშვიდობიანი, მათ შორის 18 ქალი და 10 ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

„ქლორინის ცილინდრებით და რკინის ნაწილებით სავსე ასაფეთქებელი კასრები სარაქებოს სამეზობლოში ჩამოყარეს“ – განაცხადა სალეჰმა.

„ვეჭვობთ, რომ ეს ქლორი იყო, გამომდინარე სიმპტომებიდან. დაშავებულები იხრჩობოდნენ და იწვოდნენ, ჩაწითლებული თვალებით. სამოქალაქო თავდაცვის წევრებმა ისინი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს“ – ამბობს ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში სალეჰი.

საინფორმაციო სააგენტო Newstalk-ის ცნობით, სირიის ნაციონალური კოალიცია თავდასხმაში ბრალს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს სდებს, თუმცა ასადი უარყოფს ქიმიური იარაღით თავდასხმის მოწყობას.

სირიის სამოქალაქო თავდაცვის დაჯგუფებამ ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ იხრჩობიან დაშავებულები.

გაზის კასრები სწორედ იმ ადგილას იქნა ჩამოყრილი, სადაც რამდენიმე საათით ადრე რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

ოფიციალური განცხადება სირიის ხელისუფლების მხრიდან არ გავრცელებულა

2011 წლის შემდეგ, სირიაში კონფლიქტისას 161 ქიმიური შეტევა მოხდა.

რაც შეეხება ჩამოგდებულ რუსულ ვერტმფრენს,- შემთხვევისას, კრემლის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთივე წევრი დაიღუპა. ვერტმფრენს იდლიბის პროვინციაში ჰუმანიტარული პროდუქცია გადაჰქონდა

წყარო
მეორე წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button