სირიელი მეამბოხეები და ქურთები ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ
სირიელმა მეამბოხეებთა ქურთებთან, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, კავშირი დადეს. ალიანსს “სირიის დემოკრატიული ძალები” დაერქვა, – გადმოსცემს Reuters.
ალიანსის შემადგენლობაში ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმები (YPG) და სირიულ-არაბული დაჯგუფება შევიდა, რომელსაც მხარს აშშ უჭერს.
კავშირის უმთავრესი მიზანი – ISIS-ის წინამღმდეგ ბრძოლაა.
უახლოეს პერიოდში, ქალაქ რაქას იერიში იგეგმება, რომელიც ფაქტობრივად, ისლამისტების დედაქალად ითვლება. შეტევას არაბული ფორმირება განახორციელებს, ქურთები კი თავდაცვას გააძლიერებენ.