სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით, ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ

სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით, ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული.
„როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს „ბუკის“ საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც „ბუკის“ გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.
ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები „ბუკისთვის“. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი „ჯაველინების“ უკრაინისთვის სესხებაზე.
ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინულმა მედიამ გუშინ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა“. როგორც კასიანოვი სტატიაში აღნიშნავს, ასევე უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.
ამასთან, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია. „სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უკრაინამ საქართველოს „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა. ასევე ათობით მილიონი დოლარია გადახდილი 2017 წელს აშშ-სგან ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინის“ შესყიდვის მიზნით“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
9 იანვარს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების დაბრუნება სთხოვა.
გარდა “ბუკის” სისტემებისა, კასიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოთხოვნა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
კასიანოვის სტატიას ქართული ოცნების წევრებისგან კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ სამხედრო აღჭურვილობაში “მილიარდებია გადახდილი”, რომ ანდრიი კასიანოვი “არაადეკვატურია თავის მოქმედებებში” და “საერთოდ, რასაც იგი [კასიანოვი] დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ”.
ოცნების წვერმა გივი მიქანაძემ კი განაცხადა, რომ “ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საქართველო რაღაცნაირად აი, ამ [უკრაინის] ომში იყოს ჩათრეული”.
დღეს, 10 იანვარს თავდაცვის სამინისტრო ბუკის სისტემებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს უკრაინისგან “უსასყიდლოდ” არ მიუღია. მათი თქმით, “ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების” მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს.
არასწორია ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ “ბუკის” საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების “ჯაველინის” შესყიდვის მიზნით კი, თავდაცვის უწყებამ 2017 წელს ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა.
“გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ “ბუკ-ის” საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით “ბუკ-ის” სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.
საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-გან ანტისატანკო სისტემების “ჯაველინის” შესყიდვის მიზნით. საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები. რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია,” – ნათქვამია განცხადებაში.