კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

“სირცხვილიას” ოფისში ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობისთვის კიდევ 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია დავით კუტალაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და ძალადობრივი მოწოდებებით ხშირად გამოირჩევა.

გამოძიება ირწმუნება, რომ მან 5 ივლისს, “სირცხვილიას” ოფისში, ტელეკომპანია ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დავით კუტალაძე მეხუთეა, ვინც კონკრეტულად ამ ეპიზოდზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button