მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სირცხვილიას”აქტივისტმა გიორგი მჟავანაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის საქმე სტრასბურგში გაიგზავნა. მჟავანაძემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

“ეს დაკავება თან იყო ძალადობრივი, მე მაშინ 2 ექსპერტიზა ჩამიტარდა, მოსამართლემ პრაქტიკულად არცერთი გარემოება არ მიიღო მხედველობაში. არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ჩემ ბრალეულობას ამტკიცებდა”, – თქვა გიორგი მჟავანაძემ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიორგი მჟავანაძე 2020 წლის 9 ნოემბერს იმ აქციაზე დააკავეს, სადაც მოქალაქეები საპარლამენტო შედეგების გაყალბებას აპროტესტებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button