მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სისხლიან ბანერებთან” დაკავშირებით ცესკომ მოკვლევა დაიწყო

“სისხლიან ბანერებთან” დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია ორი საჩივარი, რომელიც ეხება 17 სექტემბერს, თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სანტურიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button