მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში 48 კაციანი მრევლის კლასტერი გაჩნდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულების 48 კაციანი კლასტერი დაფიქსირდა.
ვირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, ერთ- ერთი ეკლესიის მრევლის კლასტერს უკავშირდება და ოთხ ლოკაციაზე ქალაქ ლაგოდეხში და სოფლებში მაწიმში, შრომასა და კავშირშია დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ მიზეზით, ლაგოდეხში სწრაფი ანტიგენით, გაფართოვებული ტესტირება იგეგმება.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1 აპრილდან დღემდე 65 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ინფიცირებულია ორი სასულიერო პირი, ორი ჩვილი, ერთი ორსული,. რამდენიმე პედაგოგი. ცხრა ინფიცირებული ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხში, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ლაგოდეხის მესამე და სოფელ მაწიმის საჯარო სკოლები.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ვირუსის გავრცელების ყველა ლოკაციაზე, ლაგოდეხში, მაწიმში, კავშირსა და შრომაში გაფართოებულ ტესტირება დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button