მნიშვნელოვანისიახლეები

,,სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი,,-კობახიძემ გომელაურის პრეზიდენტთან ვიზიტზე ისაუბრა

პლატფორმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ლელა ჯიჯელავა ნიკა გილაურის ორბელიანების სასახლეში ვიზიტზე ისაუბრა
ჯიჯელავას თქმით, ნიკა გილაურის ორბელიანის სასახლეში ყოფნა განსაკუთრებით საოცარი და საინტერესო არ არის.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კამერა და თქვენი ჟურნალისტები ბევრ ვინმეს აფიქსირებენ. ამაში გასაოცარი და განსაკუთრებით საინტერესო არაფერი ხდება. ბატონი ნიკა გილაური ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად და ღიად გამოჩნდა, წარმოადგინა საკმაოდ კარგი ხედვები საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ.
თქვენ იცით, რომ შეხვედრებს ესწრება ქალბატონი ბოკუჩავა, მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არავის გვარები არ გაჟღერებული. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ახლა ყურადღების კონცენტრაცია სხვა რამეებზეა გადასატანი.
შეიძლება ძალიან ბევრი გვარი გაჟღერებულა, თუმცა ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია არც პრეზიდენტს და არცერთი პარტიის ლიდერს არ გაუხმოვანებია. თითოეულ ჩვენგანს ძალიან ბევრი გვარი სმენია, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ ეს არის რაღაც პოზიცია, რომელზეც ვინმე შეჯერდა.
აქ მნიშვნელოვანია, რომ ენმ-ს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტები. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ კი მუშაობას განაგრძობს ახლა იმ საზოგადოებასთან, რომელმაც 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს არჩევანი. პარტიის ლიდერები ყოველდღიურად ხვდებიან მოსახლეობას,“- აცხადებს ლელა ჯიჯელავა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო, მერე ნიკა გილაური არ არის საერთოდ საინტერესო, რომელიც თავის დროზე სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს გილაურისა და ზურაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ნიკა გილაური თავის დროზე აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს.
„ასეთი გამონათქვამი არსებობს – იყავი და გაგეკეთებინა – ის იყო და აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს. მან როცა დატოვა საკუთარი თანამდებობა, მაშინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარიც არ იყო, როცა ჩვენ 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ. აქედან ჩანს, რამდენად უსუსურები არიან ეს ადამიანები.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თქვენ იცით, რომ მას უწევს იმპიჩმენტის წესით თანამდებობის დატოვება ნოემბრის ბოლოს ან, მაქსიმუმ, დეკემბრის დასაწყისში. ეს ქალბატონი არის სრულიად არარელევანტური, ერთ თვეში ტოვებს იმპიჩმენტის წესით თანამდებობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურის მისვლას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ნეიტრალური ფიგურის დასახელებას გეგმავდა, თუმცა, ნიკა გილაური “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, მაღალი თანამდებობის პოზიციას იკავებდა.
“ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი გვისაუბრია. ქალბატონ სალომეს არაფრის უფლება არ აქვს, არც მთავრობის დაკომპლექტების და არც პრემიერობის კანდიდატის დასახელების. თუ კონკრეტულად ნიკა გილაურთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო კომენტარი, იმას ვიტყვი, რომ ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, რომ იმ კანდიდატს, ვისაც გავუჟღერებ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებსო, იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ გააჩნიაო. როდესაც ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გუგუნებდა, ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. რა ახალ სახეზეა საუბარი, ჩვეულებრივად “ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეა, რომელიც იმ რეჟიმის დროს იკავებდა უმაღლეს თანამდებობას,“ – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

“როდესაც ვამბობთ, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, ეს ყველაფერი ფაქტებზეა დაყრდნობილი. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მწამებლური რეჟიმის პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ე.წ. პრეზიდენტთან რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებს,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ნიკა გილაურისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.
გორდულაძის შეფასებით, ზურაბიშვილისგან არაფერია გამორიცხული.
“სალომე ზურაბიშვილი ფსონს დადებს ნებისმიერ ადამიანზე, რომელზეც ეტყვიან რომ ფსონი უნდა დადოს. ის ყოველთვის იყო და არის თავისი პატრონების შესაბამისი მითითებების შემსრულებელი. საზოგადოებას კარგად ახსოვს და ვერავინ ვერ დაავიწყებს, რომ ნიკა გილაური არის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ზეიმი იყო მწამებლური რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში. ასეთივე წარმატებით შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გილაურის ნაცვლად, ვანო მერაბიშვილი დაასახელოს, ან ბაჩო ახალაია დაასახელოს. არაფერი არ არის ამ ქალბატონისგან გამორიცხული.1
როდესაც ვამბობთ, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, ეს ყველაფერი ფაქტებზეა დაყრდნობილი. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მწამებლური რეჟიმის პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ე.წ. პრეზიდენტთან რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებს. ნებისმიერი მისი მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგო არის და, შესაბამისად, იმოქმედებს ყოველთვის ამ დავალებებით იმოქმედებს,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის,მედიის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი ნიკა გილაურია. გილაური კამერამ ათონელის რეზიდენციაში შესვლის დროს გადაიღო. ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობდა. მას სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button