მნიშვნელოვანისიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქალი დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით [10 გრამი] ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. როგორც გამოცემა სპუტნიკი წერს, მისი ბინიდან ამოღებულია საქართველოს დროშა და აფხაზური და ქართული პასპორტები.

მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

“გაზიარებული უნფორმაციის მიხედვით, უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ა.თ პერმანენტულად ცხოვრობს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად” -ნათქვამია უწყების მიერ 5 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნავენ უწყებაში.

რუსული პროპაგანდისული მედია გამოცემა, პუტნიკ აბხაზია წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე დაპატიმრებულია და გამოძიება გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button