მნიშვნელოვანისიახლეები
“სისუსტე დავამარცხე”-ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის, Facebook-ზე წერს, რომ თავს კარგად გრძნობს და უკვე საკვების მიღებაც დაიწყო.
“სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, “ბასეინში წყალიც ჩამისხეს”.
დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს.
დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან -წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.