მნიშვნელოვანირეგიონი

სიტყვიერი დაპირისპირება თელავის მერიის დაცვის თანამშრომლებსა და ევროპული საქართველოს წევრებს შორის

სიტყვიერი დაპირისპირება თელავის მერიის დაცვის თანამშრომლებსა და ევროპული საქართველოს წევრებს შორის.

კონფლიქტი პარტიის ერთ-ერთი წევრის მიერ, თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის სახელზე განცხადების დატოვების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

“ევროპული საქართველო”ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შშმ ბავშვებისათვის თანხის დამატებას ითხოვს.

პარტიის წევრებმა, ბესო დონაძემ და ნინო ორდენიძემ განცხადება შშმ ბავშვების რეაბილიტიაცია- აბილიტაციის პროგრამებისათვის თანხის გაზრდის ინიციატივაზე, თელავის მერიასთან ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

” ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანხები უნდა გაიზარდოს. ახლა უკვე მიმდინარეობს ბიუჯეტზე მუშაობის პროცესი, რაღაც თანხა არის, მაგრამ საჭიროა დაემატოს ტრანსპორტირების ხარჯი, რადგან რეგიონებიდან ბავშვები დადიან თბილისში. ვაპირებთ ჩვენი ინიციატივა დავარეგისტრიროთ”- განაცხადა დონაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში , დღემდე გამოთქმული ყველა ინიციატივა გათვაისწინებულია.

ყველა ინიციატივა რაც აქამდე გაჟღერდა გათვალისწინებულია. 70 ათასი ლარი, აუტისტურის სპექტრის პირების, 30 ათასი დამხმარე სამედიცინო საჭიროებების, 150 ათასი განათლების მხარდაჭერის და 6 ათასი ლარი კოხლეარული იმპლანტისთვის არის ჩადებული”- განაცხადა ენუქიძემ.

ევროპული საქართველო საკუთარ ინიციატივას საქართველოს 65 მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button