მნიშვნელოვანისიახლეები

მიწის მასის ქვეშ ნაპოვნი 26-ე ცხედარი-შოვის ტრაგედიის 13-ე დღე

შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოებისას 15 აგვისტოს მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ამ დროისთვის ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 26 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ რომ ოცდამეექვსე სხეული სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის ქვეშ იპოვეს. უწყებაში ვერ გასცემენ ინფორმაციას, დღეს ნაპოვნი ცხედარი ზრდასრულს ეკუთვნის თუ ბავშვს.

ღვარცოფი რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი და მაშველები ეძებენ კიდევ 7 ადამიანს.
სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button