რეგიონი

ელჩმა უკრაინა რუსეთის განვითარებულ სიტუაციაზე ისაუბრა

“ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენ ვამზადებთ და ვაჩვენებთ მოსკოვს, რომ ეს იქნება მძიმე შედეგები და მათ შორის, მძიმე ეკონომიკური სანქციები” – ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით გააკეთა.

“სიტუაცია უკრაინაში საშიშია, როგორც რეგიონისათვის, ასევე გლობალურად. ევროკავშირმა დაგმო პროვოკაციები აღმოსავლეთ უკრაინაში, მათ შორის, მძიმე შეიარაღების გამოყენება და სამოქალაქო სივრცეების დაბომბვა. ჩვენ, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან, ნატოსთან და G7- ის ქვეყნებთან ერთად, ეუთოში ასახული პრინციპების მიხედვით, ერთგული ვრჩებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად და იმ უფლების დასაცავად, რომ ეს არ დადგეს ეჭვქვეშ და არ იყოს ძალადობის საფრთხის ქვეშ. ეს იგივე ფუნდამენტური პრინციპია საქართველოსთვის და იგივე პრინციპს აქაც ვუჭერთ მხარს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ქვეყნებმა თავად განსაზღვრონ, საკუთარი განვითარების მიმართულება. მოსკოვი არათუ მხარს არ უჭერს, ამ პრინციპებს, არამედ, ძირს უთხრის მათ. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სიტუაციის დეესკალაციას, დიპლომატიური გზებით, თუმცა, ჩვენ პარალელურად ვამზადებთ და ვაჩვენებთ მოსკოვს, რომ ეს იქნება მძიმე შედეგები და მძიმე ეკონომიკური სანქციები”- განაცხადა ჰარცელმა.

ევროპელმა დიპლომატმა, ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ფინანსური რესურსი ჩადო, ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბებისათვის.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი, სახელმწიფო ხელისუფლებებს შორის, ბალანსის უზრუნველსაყოფად და ჩვენ, ეს საკითხი ნამდვილად გვაწუხებს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა სახელმწიფო ინსტიტუტში ჩადო ძალიან დიდი რესურსი, როგორც ფულადი, ასევე სხვა ძალისხმევა. ამ აზრზე ვართ, არამხოლოდ ჩვენ, იგივე წუხილს იზიარებს, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროპის საბჭო.როგორც ცნობილია, დღეს, ეუთო ოდირის დასკვნაც გამოქვეყნდება ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რაც უფრო ნაკლები მანდატებია ათვისებული, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი. ევროკავშირი ბევრს მუშაობდა, რომ პარლამენტი ყოფილიყო ინკლუზიური, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების გათვალისწინებითაც. თუმცა, ეს პროცესი როგორ აისახება შემდგომში საპარლამენტო ფრაქციების დაკომპლექტების ნაწილში, ვნახოთ“- ვთქვა ჰარცელმა. 

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

ევროპელი დიპლომატი კახეთში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტებს დაათვალიერებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button