26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.

სამხედრო ღონისძიებები დედაქალაქში და საქართველოს კიდევ 12 რეგიონში მიმდინარეობს. წარმოდგენილია ძირითადად ქართული და დასავლური წარმოების სამხედრო ტექნიკა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. წელს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს 26-ედ აღნიშნავს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე. იგი შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button