სპორტ-ნიუსისპორტი

სკანდალური ნახევარფინალი და გამარჯვებული დანილ მედვედევი#AUS OPEN

სკანდალური გამოდგა სტეფანის ციციპასის და დანილ მედვედევის ნახევარფინალი მელბურნის საერთაშორისო ტურნირზე.

რუსმა ჩოგანმა მსაჯის მიმართ ბრალდება და შეურაცხყოფა მას შემდეგ დაიწყო,რაც მეორე სეტის დროს ციციპასის მამას,რომელიც შვილს ტრიბუნიდან რჩევებს აძლევდა,- გაფრთხილება არ მისცა.

“შენ გეუბნები შენ,სულელი ხარ? შენ ის უნდა დასაჯო”,- უყვიროდა მედვედევი მატჩის არბიტრს.

მსაჯმა კი თავად რუსი ჩოგბურთელი გააფრთხილა,რამაც უფრო მეტად გააღიზიანა ნახევარფინალისტი.

ჩოგბურთის საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით,ქომაგების მხრიდან რჩევის მიცემა აკრძალულია და სწორედ ამას აპროტესტებდა მედვედევი განსაკუთრებით მაშინ,როცა მეორე სეტი წააგო.

მიუხედავად ყველაფრისა,მან ბერძენი ჩოგანი 4 სეტში 7:6, 4:6, 6:4, 6:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მელბურნის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა 30 იანვარს შედგება.

ტიტულისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და რუსი დანილ მედვედევი
დაუპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button