მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები”

“ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები.” – განაცხადა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ, 19 წლის დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერების შემდეგ.

“ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ, ბლაგვი ტრავმვის სახით, როგორეც თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და ასე შემდეგ. სახეზე აქვს ბლაგვი ხასიათის ტრამვა, რომელიც მოიცავს იმ დაზიანებებს, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ამ ტრავმის დროს. ამაზე მეტ ინფორმაციას მე ამ ეტაპზე შეგნებულად ვერ გადმოგცემთ.” – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

მოისმინეთ ალექსანდრე გეჯაძის ხმა.

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში დღეს მეორედ მოხდება იმ ორი მორაგბეის გამოკითხვა, რომლებიც 18 ივნისის ღამეს, ახლობლის ზარის საფუძველზე, ჯერ მცხეთაში აგარაკზე ჩავიდნენ, შემდეგ კი, თბილისისკენ მომავალ გზაზე, დაღუპულ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს მანქანა გაუჩერეს.

მათი ადვოკატი ამტკიცებს, რომ სპორტსმენები ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ. მანქანით კი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ფარი აქვს დაზიანებული, სწორედ ისინი გადაადგილდებოდნენ.

“ეს ადამიანები არიან, რომლებიც წავიდნენ სიტუაციის განსამუხტად და უკვე როცა მივიდნენ სიტუაციის განსამუხტად, უკვე კონფლიქტი შემდგარი იყო.

“გუკამ (ოქროს მოწმე) განაცხადა, რომ პირიქით, კარგად მომექცნენო. მოტივი ახსნა: იმიტომ ჩავუჯექი, რომ ისინი გადამერჩინაო. მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და არანაირი ბრალეულობა არ მიგვიძღვის.” – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატი მზია ქასრაშვილი კი, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში ნაცემი დაბრუნდა.

მოისმინეთ ალექსანდრე კობაიძის და მზია ქასრაშვილის ხმები.

გარდა ამისა, ალექსანდრე კობაიძე კიდევ ერთ მოწმეზე, – ფოტოგრაფზე ამახვილებს ყურადღებას და როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ფოტოგრაფი გიორგი შაქარაშვილთან და კიდევ 3 პირთან ერთად, მაგისტრალის ეპიზოდში ფიგურირებს.

“როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირის გაქცევა მოხდა. მათ შორისაა ფოტოგრაფი. ჩემი შეფასებით, ის ერთ-ერთი თვითმხილველი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია.” – განაცხადა კობაიძემ.

ზემოაღნიშნული ორი ადამიანის გარდა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა დღეს კიდევ 2 მოწმეს ჩაუტარდება.

ამ წუთებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ის პირებიც იმყოფებიან, რომელებმაც 18 ივნისის ღამეს ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. როგორც ცნობილია, ფიზიკური დაპირისპირების დროს, 10-მდე პირია დაშავებული. შსს-მ 50-მდე პირი გამოკითხა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button