რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ მმართველ გუნდში რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით პოზიციები უკვე შეთანხმებულია.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო თანამდებობებსა და მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე კონსულტაციები უკვე გაიმართა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტში თანამდებობების გადანაწილებასთნ დაკავშირებით, კვირის ბოლოს დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს, მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.
იგი 2012-2014 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ჯაში “ქართული ოცნების” ახალი სახეა.
ურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს, სავარაუდოდ მმართველი პარტიის ასევე ახალი სახე, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
გავრცელებულ ინფორმაციას პარტიაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. მათი თქმით ამ საკითხებზე კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button