ენმ-ში აცხადებენ, რომ დავით შელია, პარტიის წევრი აღარ არის

ენმ-ში აცხადებენ, რომ დავით შელია, რომელიც ანაკლიაში მერის წარმომადგენლის სპეციალისტად (იგივე მოადგილედ)დაინიშნა, მათი პარტიის წევრი აღარ არის.
პარლამენტის წევრი ენმ-დან ანა წითლიძე აცხადებს, რომ დავით შელია 2021 წლის ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნებისას პარტიული სიის ხუთეულში ყოფნას და საკრებულოს თავმჯდომარეობის პირობას ითხოვდა, რაზეც უარის შემდეგ მან სოფლების: ანაკლია, ერგეტა, ორულუ, დიდინეძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე უარი თქვა.
ეს კი, გახდა მისთვის პარტიის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი.
“შელია არ არის ენმ-ის წევრი-მას შემდეგ შეუწყდა წევრობის უფლებამოსილება, რაც კანდიდატურა მოიხსნა იმის გამო, რომ სიის ხუთეულში არ იყო”-აცხადებს წითლიძე.
ცნობისთვის,დავით შელია ანაკლიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სპეციალისტად დაინიშნა.
იგი წლები ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.