კახის ეკლესიაში მღვდელმსახურების აღდგენას ითხოვენ

ქართველი ისტორიკოსები საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოუწოდებენ, გაიმართოს მოლაპარაკება ისტორიულ ჰერეთში კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდელმსახურების აღდგენის თაობაზე.

ამ მოთხოვნით ისტორიკოსთა ჯგუფმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კახის ტაძარში მღვდელმსახურება მას შემდეგ შეწყდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს არქიმანდრიტი დემეტრე.

კახის წმინდა გიორგის ეკლესია ერთადერთი ტაძარია ჰერეთის ტერიტორიაზე, სადაც უწყვეტად მღვდელმსახურება 1990 წლიდან მიმდინარეობდა.

ისტორიკოსთა მიმართვაზე ხელისუფლების პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button