,,სხვადასხვა პირები აქ აჟიტირების და სპეკულაციების შემოტანას ცდილობენ ტრაგედია მოხდა და მნიშვნელოვანია მშვიდობა შევინარჩუნოთ,,-აჭარის ფინანსთა მინისტრი

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უბედური შემთხვევა სადაც მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის.
მისი თქმით, ბინების მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.
ჯაბა ფუტკარაძის გამოჩენას, მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების ზომების დაცვის უგულებელყოფაზე საუბრობდნენ.
„ოცნების ქალაქის“ დასახლებაში პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ბარაკების დემონტაჟი მოხდა. სხვადასხვა პირები აქ აჟიტირების შემოტანას ცდილობენ. გთხოვთ დამშვიდდით, ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, უშუალოდ “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟი მოხდა და ისინი ბინებში არიან გადაყვანილი.
ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება იქნება შესაბამის ზომები. დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ. ტრაგედია მოხდა და მნიშვნელოვანია ყველამ მშვიდობა შევინარჩუნოთ, დამშვიდდით მოსახლეობა აღელვებულია”,- აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ მედიასთან საუბრისას.
“ორი ბავშვი დაიღუპა უსაფრთხოება სად არის დაცული?” – მიმართეს შეკრებილებმა მოქალაქეებმა ფუტკარაძეს.
ადგილობრივების კომენტარებიდან ირკვევა, რომ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი ისე დაიწყო, რომ უსაფრთხოების ზომები არავის მიუღია:
“2 ბავშვი გამოგვეცალა ხელიდან. აქ რომ მეორე ეტაპი შენდება , უსაფრთხოება არ არის დაცული , არც არასდროს ყოფილა…უნდა მოსულიყვნენ და უსაფრთხოება დაეცვათ, შემოეხაზათ გარე პერიმეტრი და შემდეგ დაეწყოთ მუშობა. ასე არ ყოფილა. ასე, რომ ყოფილიყო და უსაფრთხოება დაეცვა მთავრობას, ჩემი აზრით, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა” ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.
“მაშინ ღობავენ ღარიბაშვილი რომ მოდის, რიჟვაძე რომ მოდის. შემოღობეს მაშინ და დაამთავრეს ეს ყველაფერი, წავიდა, ახსნეს ღობე და ვსო და მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. ვინ უნდა აგოს პასუხი? ეგენი რომ მოდიან მაშინ არის უსაფრთხოება დაცული, ამაზე გაგვცენ პასუხი” ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
გაიჟღერა ვერსიამ, რომ ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ტრაგედია ე.წ. ოცნების ქალაქში ცოტა ხნის წინ დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, არალეგიტიმურმა პრემიერმა მშენებლობა დააანონსა და იქ ახლა ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ტრაგედია ე.წ. ოცნების ქალაქში ცოტა ხნის წინ დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, არალეგიტიმურმა პრემიერმა მშენებლობა დააანონსა და იქ ახლა ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში სისტემური უგულებელყოფით დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია მმართველი ხელისუფლება – მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა სიტყვებით, არამედ საქმეებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამშენებლო ტერიტორიების სრული მონიტორინგი და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა უნდა მოხდეს, ასევე, იქნას დაცული უსაფრთხოების ნორმები, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „თვითმარქვია ხელისუფლებამ“ ერთხელ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
“ყველა ნორმალურ ქვეყანაში სისტემური უგულებელყოფით დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია მმართველი ხელისუფლება.
ცხადია, ჩვენმა თვითმარქვია ხელისუფლებამაც ერთხელ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე!
ბათუმში ორი ბავშვის გარდაცვალება უსაფრთხოების სრული უგულებელყოფისა და სისტემური უპასუხისმგებლობის შედეგია.
რიყეზე რომ ბავშვი დაიღუპა, ვინმემ გაკვეთილად მაინც მიიღო?! სამწუხაროდ – არა. ვაკის პარკის ტრაგედია? – არა!
რას აკეთებენ ზედამხედველობის ორგანოები? რატომ ხდება, რომ უსაფრთხოების ნორმები სისტემატურად ირღვევა, ხოლო ტრაგედიები მეორდება?
ირაკლი კობახიძეს, თვითმარქვია რეჟიმის პრემიერს, პირდაპირ ვეკითხები:
თქვენ რამდენიმე დღის წინ ბათუმში იყავით, ე.წ. ოცნების ქალაქში, დაპირებები გაეცით, ხალხს ბედნიერი მომავალი აღუთქვით.
და დღეს? სად ხართ ახლა, როცა ამავე ადგილზე ტრაგედია დატრიალდა?!
ცრუ დაპირებული მშენებლობის დაცვის ნაცვლად უსაფრთხოება რომ დაგეცვათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა!
მაგრამ თქვენთვის მთავარია ფული, კონტრაქტები და მორიგი გადაგორებული ტრაგედია.
ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე თქვენთვის არაფერია!
მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა სიტყვებით, არამედ საქმეებით!
მოხდეს სამშენებლო ტერიტორიების სრული მონიტორინგი და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.
დაცული იქნას უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
ბავშვების სიცოცხლე არ არის სტატისტიკა!
გუშინ რიყე, დღეს ბათუმი – ეს აღარ უნდა გაგრძელდეს!
და როცა ვამბობთ, გვინდა ევროპა და განვითარება, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ, პირველ რიგში, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე იყოს დაცული!
ბავშვების სიკვდილზე დიდი ტრაგედია არ არსებობს! თანავუგრძნობ ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ საშინელ ტკივილს!“,-წერს გიორგი ვაშაძე.
მშენებლობაზე და უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას სახელმწიფო ახორციელებს. სულ ეს არის. ამ ქოთანს ყურს ვერ მოაბამთ, სადაც პოლიცია და კამერა უნდა იყოს, იქ ნულოვანი ყურადღებაა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო ჩამოშლილია.
„მშენებლობაზე და უსაფრთხოებაზე ზედამხედველობას სახელმწიფო ახორციელებს. სულ ეს არის. ამ ქოთანს ყურს ვერ მოაბამთ, სადაც პოლიცია და კამერა უნდა იყოს, იქ ნულოვანი ყურადღებაა. ყველა პოლიცია, კამერა და ძალისხმევა, მხოლოდ ერთ რამეზეა: კარგად გაისქელოთ ჯიბეები ჩქარ-ჩქარა, დარჩენილ დღეებში. სახელმწიფო ჩამოშლილია. ნანგრევებსა და თხრილში ბავშვები იღუპებიან”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული! – ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო. უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს!, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, მომხდარ უბედურ შემთხვევას.
როგორც ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.
“ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული!
,,ოცნების ქალაქში” ზუსტად 6 დღის წინ, ქოცებმა: რიჟვაძემ და კობახიძემ ახალი მშენებლობის კაფსულა ჩააგდეს და ამ პიარული ღონისძიებისთვის 209 ათასი ლარი დახარჯეს.
209 ათასი ლარი, ხალხო, პირდაპირი შესყიდვით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მაგრამ სამშენებლო მოედანი თხრილებით, ორმოებით და შემოუღობავი დატოვეს.
დღეს ამ წყლით სავსე თხრილებში ორი ბავშვი დაიხრჩო, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.
გამოვლენ დილით, იგლოვებენ კამერების წინ, მერე ვიღაც რიგითს შეახოცავენ ხელს, როგორც ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მარიტას შემთხვევაში, როგორც ეზოში სადენებით დაღუპული ბავშვის შემთხვევაში, როგორც რიყეზე რამდენიმე დღის წინ დაღუპული ბავშვის შემთხვევაში…
ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო.
უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს“,- წერს კუპრაძე.
ინფორმაციისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. როგორც “ინტერპრესნიუსთან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა. ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.