მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სხვისი პირადობით ხმის მიცემის მცდელობა პანკისის ხეობის სოფელ დუისში

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, 26- ე საარჩევნო უბანზე, ქართული ოცნების დუისის შტაბის უფროსი, გურამ ხანგოშვილი, სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემას ცდილობდა.
დარღვევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დააფიქსირა.
შტაბის უფროსმა, დამკვირვებელს განუმარტა, რომ შემთხვევით, უცხოეთში მყოფი, სიძის პირადობის მოწმობა გაჰყვა თან.
დამკვირვებელმა, ხანგოშვილი, რომელიც ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა, რეგისტრაციამდე გამოავლინა. ამის გამო, საუბნო კომისიაში საჩივარი აღარ დაწერილა.
სოფელ დუისში, დღეს არჩევნების მეორე ტურია.
ერთმანეთს ქართული ოცნების წარმომადგენელი და სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი უპირისპირდებიან.