სკოლა “ლამპარი” დაიხურა
“სკოლა ლამპარი დაიხურა. კერძო სკოლამ ვერ გაიარა რეავტორიზაციის პროცესი რამდენიმე მიზეზის გამო”, – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით კობახიძემ.
მისი თქმით, ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, სკოლამ საბუთები თავიდან წარადგინა, თუმცა სამი დარღვევის გამო 16 იანვარს რეავტორიზაციაზე უარი ეთქვა.
კერძო სკოლა „ლამპარის“ დახურვის გამო 65 მოსწავლე სკოლის გარეშე დარჩა.