სკოლაში ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებმა იმატა
მანდატურები სკოლებში მოზარდებს შორის ძალადობრივი შემთხვევების გახშირებაზე საუბრობენ. მათი მონაცემებით, ყოველთვიურად ბავშვებს შორის ფიზიკური ძალადობის ასობით შემთხვევა ფიქსირდება. მარტო დეკემბერში, საქართველოს სკოლებში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების 424 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ნოემბერში 663.
სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებას მანდატურთან ერთად მალე ინტერვენციის ჯგუფები დაიცავენ. ეს ჯგუფები სკოლებში მაშინ გამოცხადდებიან, როდესაც ვითარება ყველაზე მეტად დაიძაბება.
ამ ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ბავშვთა ფსიქიატრი შევლენ. უსაფრთხო სკოლის ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს განათლების მინისტრმა გამართა.
მოისმინეთ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის, გელა გელაძის და განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის კომენტარები.