მოზაიკასიახლეები

,,სკოლასთან გვხვდება ყოველ დილით და ძალიან მეხმარება”- რას წერს მშობელი პოლიციელზე

,,ფეისბუქ” მომხმარებელი ნათია გვათუა სოციალური ქსელის საშუალებით, საჯარო მადლობას უხდის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად, მას და მის შვილს, აუტისტური სპექტრის მქონე ლუკას სკოლამდე მისვლაში ეხმარება. ნათია გვათუა პოლიციის თანამშრომელთან გადაღებულ ფოტოსაც ავრცელებს.

,,მე და ლუკა მად­ლო­ბას ვუხ­დით, ჩვენ საყ­ვა­რელ პო­ლი­ცი­ელს გი­ორ­გის. ასე­ვე მად­ლო­ბა შსს-ს, ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ინ­ტე­ლექ­ტი­სა და მო­რა­ლის მქო­ნე კად­რის­თვის…”, – წერს ინტერნეტმომხმარებელი, პოსტის კომენტარებში კი განმარტავს – ,,სკოლასთან გვხდება ყოველ დილით და ძალიან მეხმარება. კარგი პოლიციელი. რაც მთავარია ისე პროფესიონალურად ახერხებს, რომ გეგონება ინკლუზიის კურსები აქვს გალილი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button