საქართველოსიახლეები

სკოლებში სწავლის დაწყება გადაიდო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდება 18 იანვრის ჩათვლით.

განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციით მიმართავს, შენობებში ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სველი წესით სისტემატურად დალაგდეს საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი.

მოისმინეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადება.

სააღმზრდელო პროცესის განახლება თბილისის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button