მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სკოლის დირექტორების ნაწილი კახეთში ხელახალი დანიშვნის მოლოდინშია

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, უფლებამოსილების ვადა, კიდევ 32 საჯარო სკოლის დირექტორს ამოეწურა.

ლაგოდეხის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, ხელახლა დანიშვნას, ყველაზე მეტი, 16 სკოლის დირექტორი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელოდება.

გურჯაანის საგანმანთლებლო რესურს- ცენტრის ხემძღვანელის, დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, დირექტორების ბედი, ჯერჯერობით გაურკვეველია.

“ვერ გეტყვით, ხელახალ არჩევნებამდე, ვის დანიშნავს განათლების სამინისტრო, მოვალეობის შემსრულებლად. ჩვენ ყველას განცხადება გადავაგზავნეთ. მეტი კომპეტენცია, ამ საკითხში არ გვაქვს- განაცხადა მინდიაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

საჯარო სკოლების არჩეულ დირექტორებს, უფლებამოსილების ვადა ეტაპობრივად გასდით.
დირექტორების ნაწილი, მუდმივად ეჭვობს, რომ ხელახალი არჩევნები, პოლიტიკური ნიშნით წარიმართება.
ანალოგიური ეჭვი აქვს ოპოზიციას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, შაქრო ტერტერაშვილი ფიქრობს, რომ დირექტორების დანიშვნის პროცესში, ინდივიდუალურ მიდგომას გამოიყენებენ.

“კანდიდატურების განხილვა იქნება, არა სკოლის საჭიროების, არამედ იმის მიხედვით, ვინ მეტი წვლილი შეიტანა არჩევნებში. ყველამ იცის, რომ ეს რესურსი, არჩევნებში გამოიყენეს. გადაწყვეტენ, ვინ აღარ დანიშნონ, ვის დროებით ადგილი შეუნარჩუნონ და არჩევნების გზით გამოისტუმრონ- განაცხადა ტერტერაშვილმა.

დირექტორების რესურსის გამოყნებას არჩევნებში, გამორიცხავენ “ქართული ოცნების” რეგიონულ შტაბში.

საჯარო სკოლების დირექტორების ხელახალი არჩევნები სავარაუდოდ, გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს

მსგავსი პოსტები

Back to top button