მნიშვნელოვანისაქართველო

სკოლის მოსწავლეების მასობრივი მოწამვლის ფაქტი სენაკში

სენაკის მე-2 საჯარო სკოლიდან, 24 მოსწავლე მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ყველა მათგანი, მე-5 კლასის მოსწავლეა. ბავშვებს გულისრევა და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ. რისგამოც სკოლაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები იქნა გამოძახებული.

რა გახდა არასრულწლოვანთა მოწამვლის მიზეზი, ამას ზუგდიდის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგი გაარკვევს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button