სპორტი

სკუადრა აძურა ფინალშია. ვინ იქნება მისი მეტოქე „უემბლიზე“?

ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. იტალია ესპანეთს დაუპირისპირდა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში 60 -ე წუთზე ფედერიკო კიეზამ გახსნა, ხოლო 80-ე წუთზე ალვარო მორატამ წონასწორობა აღადგინა.

საქმე დამატებით დრომდე მივიდა, თუმცა არც აქ შეცვლილა რამე. მთავარმა არბიტრმა პენალტების სერია დანიშნა, სადაც აშკარა ნერვების გამოცდა ჩააბარეს ფეხბურთელებმა.

11 მეტრიანების სერია ანგარიშით 4:2 დასრულდა და იტალი ფინალში გავიდა.

„სკუადრა აძურას“ მეტოქეს ფინალში დღევანდელი მეორე ნახევარფინალური მატჩი გამოავლენს. თბილისის დროით 23 საათზე ინგლისის ნაკრები ლონდონში დანიას დაუხვდება.

შეგახსენებთ, რომ საუთგეიტის გაწვრთნილებს ამ დრომდე საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button