სლოკინა ბავშვმა გულშემატკივრებს გული აუჩუყა [Video]
7 წლის ბიჭმა ჰიმნის შესრულებით სტადიონი დაიპყრო – წერს ბრიტანული გამოცემა The Daily Mirror.
ბრისბენისა და ადელაიდის გუნდებს შორის ბეისბოლის მატჩის დაწყების წინ პატარა მოსწავლეს ავსტრალიის ჰიმნი უნდა შეესრულებინა.
იმის მიუხედავად, რომ ბავშვს სიმღერის დროს მღელვარებისგან სლოკინი აუტყდა, მან ჰიმნი ბოლომდე მაინც შეასრულა. ამის შემდეგ გულაჩუყებულმა გულშემატკივრებმა ბიჭი მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილეს.