მნიშვნელოვანისაქართველო

სმითების ცხედრებს აშშ-ში გადაასვენებენ

ხადის ხეობაში მოკლული სმითების ცხედრების ექსპერტიზა დასრულდა და თბილისის აეროპორტში გადაასვენეს.

ცხედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაასვენებენ.

აშშ-ს საელჩოს განმარტებით, კონფიდენციალურია ინფორმაცია, ამერიკის რომელ ქალაქში დაკრძალავენ სმითების ოჯახის წევრებს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი – რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა გარდაცვლილი იპოვეს.

მოგვიანებით ნახეს მათი 4 წლის ბავშვის გვამი. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა. ის ბრალს არ აღარებს და ამბობს, რომ ხსმითები მოკლა ორმა უცხო პირმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button