სნიკერსი, მარსი, ბაუნტი – გასაყიდი პროდუქცია ქარხანამ ბაზრიდან ამოიღო

ამერიკულმა კომპანია მარსმა ბაზრიდან საკუთარი პროდუქცია ამოიღო. საუბარია მარსისა და სნიკერსის შოკოლადის ფილებზე. მიზეზი ქარხნული წუნი გახდა.

გერმანიაში ერთ-ერთმა მომხმარებელმა სნიკერსის ფილაში წითელი ფერის მცირე ზომის პლასტმასის ნაწილი აღმოაჩინა. გაირკვა, რომ ეს ფილა ჰოლანდიის ქარხანაში იყო გამოშვებული. 55 ქვეყნიდან სწორედ ამ ქარხნის პროდუქცია ამოიღეს.

სნიკერსის გარდა კომპანიამ უკან გაიწვია მარსის, მილქი უეისა და ბაუნტის შოკოლადის ფილებიც. მარსის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პროდუქცია ბაზრიდან მხოლოდ ხარისხის სტანდარტის დაცვის გამო ამოიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button