მნიშვნელოვანირეგიონი

“სოკარ ჯორჯიას” გორის ოფისში მოქალაქეები შეიჭრნენ

ხმაურია “სოკარ ჯორჯიას” გორის ოფისში.

აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ და მენეჯერისგან პასუხს ითხოვენ. გორის მოსახლეობის დიდ ნაწილს დეკემბერში ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი დაერიცხა. ისინი ამბობენ, რომ წინა თვეებთან შედარებით გაორმაგებული თანხა დაერიცხათ და მრიცხველების ჩვენება არარეალურია, რადგან ბუნებრივ აირს იმავე რაოდენობით მოიხმარენ.

“სოკარ ჯორჯიას” გორის ოფისში ბრალდებას უარყოფენ და განმარტავენ, რომ გაზრდილი გადასახადის მიზეზი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა მრიცხველების შეცვლა, ტემპერატურის კლება და 25 დეკემბრიდან გაზის რაოდენობის გაზრდილი მოხმარება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრობლემა წარმოიშვა კახეთის მუნიციპალიტეტებშიც. მოსახლეობა თვლის, რომ კომპანიან იმაზე მეტის გადახდა დააკისრა, ვიდრე მათ აირი მოიხმარეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button