სოხუმიდან თვითმფრინავები რეისებს რუსეთის 7 ქალაქში შეასრულებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტიდან ფრენები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება.
მისი განცხადებით, ეს ქალაქებია: მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, სოჭი და კრასნოდარი. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ხუთ ქალაქში –
მოსკოვი
სანკტ-პეტერბურგი
ეკატერინბურგი
ყაზანი
სოჭი
ფრენები თბილისის მიმართულებითაც ხორციელდება; კრასნოდარის აეროპორტი კი უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიკეტა.
რუსული მედიის ცნობით, სოხუმში ფრენებს, სავარაუდოდ, არ შეასრულებენ ის ავიაკომპანია, რომლებიც ახლა საქართველოს მიმართულებით დაფრინავენ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ დასავლეთის ქვეყნები დაასანქცირებენ.
სოხუმის აეროპორტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორის აეროპორტად არ აღიარებს. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.
სოხუმის აეროპორტი პირველ რეგულარულ რეისებს 2025 წლის დასაწყისში მოემსახურება, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოხუმში სრულდება აეროპორტის ტერმინალის შენობის განახლება და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქცია.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა “მთავრობამ” რუსულ კომპანია Infrastructure Development-თან აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ “ხელშეკრულება” გასული წლის ოქტომბერში “გააფორმა”.
ბჟანიამ მაშინ განაცხადა, რომ აეროპორტის გახსნა 2024 წლის 31 დეკემბერს იგეგმებოდა, პირველი საცდელი ფრენა კი უკვე ივლისში.