მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სოხუმის აეროპორტში პირველ რეისებს შეასრულებენ სანქცირებული „ЮВТ АЭРО“ და „Икар“

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვების დაწყებაზე.

უწყების ინფორმაციით, 3 მაისისთვის დაგეგმილია პირველი რეისი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით, ფრენას შეასრულებს ავიაკომპანია „ЮВТ АЭРО“ (UVT AERO).

6 მაისიდან კი ნიჟნი-ნოვგოროდიდან (Нижний Новгород) სოხუმის მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია „Икар-ი” (Ikar).

მანამდე გახდა ცნობილი, რომ “როსავიაციამ” ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ფრენის ნებართვა მისცა ავიაკომპანია „АйФлай-ს” (iFly) . ასევე მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან ფრენისთვის კი – ავიაკომპანია „Нордстар-ს” (Nordstar), თუმცა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ამ კომპანიებისთვის ფრენის ნებართვის თარიღი მითითებული არაა.
ავიაკომპანია Ifly რუსეთსა და სოხუმს შორის ავიარეისების განხორციელებას მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენელმა რუსულ მედიას განუცხადა.

„მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი გაირკვევა. ვფიქრობ, რომ ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება“, – განაცხადა Ifly-ს წარმომადგენელმა.

მისი განმარტებით, ამჟამად რეგულარული რეისებისთვის მომზადების ტექნიკური ეტაპი მიმდინარეობს, ხორციელდება აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა Airbus A330 თვითმფრინავების მიღებისა და მომსახურების თვალსაზრისით.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს „iFly“-სა და „NordStar“-ს სოხუმში ფრენის ნებართვა მისცა.
„რეგულარული პირდაპირი ავია შეტყობინება განახლდება თითქმის 30-წლიანი შესვენების შემდეგ. გრძელდება რეისების რაოდენობის დამატებისა და სხვა ავია გადამზიდავების მოზიდვის სამუშაოები“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. დასახელებული ოთხივე კომპანია სანქცირებულია და აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა.

მანამდე მედიაში გამოქვეყნდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება. მასში ნათქვამია, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და რომ ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს ახორციელებენ რუსული ავიახაზები Red Wings-ი და Azimuth-ი, რომლებიც სანქციების სიაში არ შედიან.
აღნიშნული ავიაკომპანიები ევროკავშირის მხრიდან სანქცირებულები არიან – მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენების შესრულება.

მსგავსი პოსტები

Back to top button