რეგიონისაქართველოსიახლეები
სოხუმის ცნობით, კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საბჭოს ინფორმაციით, განმეორებითი ანალიზის შედეგი უარყოფითია. დანარჩენი ორი პაციენტი კი, განაგრძობს მკურნალობას. მათ შორის ერთი 95 წლის ქალია, რომელმაც საავადმყოფოში დარჩენაზე უარი თქვა და სახლში, თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ცნობა 7 აპრილს გავრცელდა.