მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი დავით შამათავა თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

“ჩემთვის პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, მემუშავა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დირექტორის პოზიციაზე. მე გულწრფელად მეამაყება, რომ მომეცა შესაძლებლობა პატარა წვლილი შემეტანა სასახლის განვითარების პროცესში. ჩემთვის ეს პოზიცია არასოდეს ყოფილა კომფორტი, მე მას აღვიქვამდი შესაძლებლობების სივრცედ, რომელსაც შეუძლია ჩვენი ახალგაზრდები გააერთიანოს და მათ ხელი შეუწყოს პიროვნულ განვითარებაში. ვფიქრობ, ამ ხნის მანძილზე შევძელი, ჩემს კოლეგებთან ერთად, სასახლის ისტორიაში განსხვავებული ფურცლები შეგვეტანა. ერთობლივად დავგეგმეთ უამრავი ღონისძიება და განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ყველაფერი შედეგებზე აისახება.
დღეს ვარ ახალი გამოწვევების წინაშე, ვტოვებ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობას და გადავდივარ ცხოვრების ახალ ეტაპზე. თუმცა, ყოველთვის და ყველგან ვიქნები ჩემი სასახლის გულშემატკივარი. თითოეულ მათ წამოწყებას, აზრს, იდეას შეძლებისდაგვარად შევუწყობ ხელს.
მჯერა, ის კოლექტივი, რომელიც პროფესიონალიზმის მაღალ მწვერვალზე იმყოფება, მუდმივად იქნება ახალგაზრდების განვითარების სადარაჯოზე. ყოველთვის მოისმენს მათ მაჯის ცემას და გაუკვალავს გზას უკეთესი მომავლისკენ.
ბედნიერი და მდიდარი ვტოვებ თანამდებობას, რადგან საჯარო სექტორში მუშაობის პერიოდში, მივიღე უდიდესი გამოცდილება და შევიძინე გამორჩეული მეგობრები. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი მუშაობის განმავლობაში მედგა გვერდში, მეხმარებოდა, რჩევებს მაძლევდა და აზრს მიზიარებდა. ჩემთვის ყველანაირ ჯილდოზე დიდი იყო თქვენი ნდობა და სიყვარული.
წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, განსაკუთრებით მომავალ დირექტორს! ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალგაზრდული პროფილი კვლავ დარჩება ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სასახლეში და ზოგადად, მუნიციპალიტეტში.”,-წერს შამათავა.

იგი უკვე ერთი თვეა რას ისრაელში იმყოფება,მანამდე კი უხელფასო შვებულება ჰქონდა დაწერილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button