რეგიონისაქართველოსიახლეები

სოხუმში მამაკაცი დაჭრეს

სოხუმში, აიდგილარას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „აფსნი ლაიფი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უცნობმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა. თუმცა მანამდე ისინი ურთიერთობას ერთმანეთში არკვევდნენ. გასროლის შემდეგ დაშავებული მანქანაში ჩასვეს, თუმცა რა მიმართულებით და სად წაიყვანეს, ამ დრომდე უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით ჯერ განცხადება დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button