რეგიონისიახლეები

სოხუმში, საპროტესტო აქციაზე 15 პირი დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა. მათგან 15 ე.წ. სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც აფხაზური ინტერნეტპორტალი „აფხაზია-ინფორმი“ იუწყება, აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში, პატიმრობაში იმყოფებოდა ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ ლაკერბაია.

„ხალხი შეიკრიბა „კანონიერი ქურდის“, ზედმეტსახელად თენგულიაშის, ლაკერბაიას გამო. მათ არ მოსწონთ, რომ ის პატიმრობაშია ისე, როგორც სხვა მსჯავრდებულები. ეს იყო არასანქცირებული მიტინგი.” – უთხრა ჟურნალისტებს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დმიტრი დბარმა.

მისი სიტყვებით, „სამართალდამცავებმა“ მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდეს, რაც აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს. როგორც „მინისტრი“ აცხადებს, სწორედ ამ დროს დააკავეს რამდენიმე პირი.

„ამ დროისთვის, შსს-ს შენობასთან არავინ იმყოფება.” – დასძინა დბარმა.

ცნობისთვის, თენგიზ ლაკერბაია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მარტის თვეში დააკავა. სოხუმის სასამართლომ ის ნაკოტიკული საშუალებების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დამნაშავედ ცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button